თორნიკე ჭეიშვილი: სამართლებრივი თვალსაზრისით, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და ეს პროცესი კონსტიტუციის, კანონმდებლობის შესაბამისად არის ჩანიშნული 29 დეკემბერს, ამის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს უწყდება უფლებამოსილება

“სამართლებრივი თვალსაზრისით, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და ეს პროცესი კონსტიტუციის, კანონმდებლობის შესაბამისად არის ჩანიშნული 29 დეკემბერს, ამის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს უწყდება უფლებამოსილება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, საფუძველს მოკლებულია.

„რაც შეეხება ამ ნარატივს, სამართლებრივი თვალსაზრისით, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და ეს პროცესი კონსტიტუციის, კანონმდებლობის შესაბამისად არის ჩანიშნული 29 დეკემბერს, ამის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს უწყდება უფლებამოსილება. ამდენად, ეს ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით და მტკიცება იმის, რომ კვლავ რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ლეგიტიმურად რჩება თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მინდა ყველას შევახსენო, უპირველესად ჩვენ საზოგადოებას, რომ დემოკრატიას ახასიათებს და არჩევნებს სწორედ ის, რომ ეს არის გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული პროცესი და ამ თვალსაზრისით მან საპრეზიდენტო ვადა, ვგულისხმობ მოქმედ პრეზიდენტს, უკვე ამოწურა, შეიძლება ითქვას.

ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ კონსტიტუციამ გაითვალისწინა ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე იყო 6 წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ ვრცელი ვადაა, შეიძლება ვთქვათ, ისედაც ამ ინსტიტუტისთვის და ნებისმიერი დამატებითი არგუმენტი იმასთან მიმართებით, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეიძლება მივიჩნიოთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არის, რასაკვირველია, საფუძველს მოკლებული“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები