საქსტატი: 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 20.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ – 669.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 663.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 642.8 მლნ. აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები