მამუკა მდინარაძე: ჩვენ არ გვჭირდება არავის ლეგიტიმაცია – ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი

“აგენტურული ოპოზიცია თავისი პატრონების გავლენებით თუ ვიღაცას რაღაცას ალაპარაკებს და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე დე ფაქტოს აძახებინებს, ამ მესიჯბოქსში ჩვენ ხომ არ შევყვებით?!”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.

„ევროკავშირის ელჩის ბულინგთან დაკავშირებით მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი და მერე ხელსაც ჩამოართმევენ და დაელაპარაკებიან კიდეც ყველას. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მთავარი ლეგიტიმაცია, ასე არ არის. ამაზე რომ ლაპარაკობენ საერთოდ აიგნორებენ იმას, რომ ჰელსინკის კომისიამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამო. არ არის ეს ლეგიტიმაციის მოცემის პირველი შემთხვევა, მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებდა. ახლა ვიღაცები, აგენტურული ოპოზიცია თავისი პატრონების გავლენებით თუ ვიღაცას რაღაცას ალაპარაკებს და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე დე ფაქტოს აძახებინებს, ამ მესიჯბოქსში ჩვენ ხომ არ შევყვებით?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები