მიხაელ როთი – უნგრეთში მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტზე: უნგრეთს ევროკავშირის განადგურება შიგნიდან სურს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როთი წერს, რომ უნგრეთს ევროკავშირის განადგურება შიგნიდან სურს.
„უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის განადგურება შიგნიდან სურს. რუსეთს ევროკავშირის განადგურება გარედან სურს. ეს მათ არ გამოუვათ. ზუსტად ამიტომ გვჭირდება ახლა ეროვნული ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში არჩევნები გააყალბა და მომიტინგეებზე ძალადობს“, – დაწერა როთმა.