არჩილ გორდულაძე: კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს 

“კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და არც მათ პატრონებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველას შეუძლია, რომ საკუთარი უფლებები სამართლებრივ ჭრილში დაიცვას.

„კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს, რომლის აღიარება არ უნდათ არც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ არცერთ ადამიანს, არც მათთან მიტმასნილ ნებისმიერ პირს და მათ პატრონებს, ასევე, სიმართლეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები ტარდებოდა იმისათვის, რომ დამხობილიყო არჩეული ხელისუფლება. ახლაც მიმდინარეობს თავდასხმა და შტურმი ქართველი ხალხის ნებაზე, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე. ეს გამოიხატება დემოკრატიის ძირის გამოთხრაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდანაც.

 

რაც შეეხება კანონებს და დაპატიმრებულებს, ესენიც ზუსტად „კოლექტიური ნაცმოძრაობისკენ“ მიმართული განცხადებებია და არა ჩვენკენ. ჩვენ კანონმდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ, მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომელთაც თანხებს ურიცხავენ და დავალებებს აძლევენ გარედან, რომ შემდეგ ისევ ძალადობრივი აქციები და ქვეყნის დამხობის მცდელობები ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ადამიანებს, ვინც ჩადიან დანაშაულს და შემდეგ ამ ადამიანებს მიატოვებენ ხოლმე. ვინც არ უნდა იყოს, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის მიატოვებს, რადგან ადამიანი მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ საკუთარი მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი საშუალებაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველას შეუძლია, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას სამართლებრივ ჭრილში.

ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს, რომელიც არაერთი ყოფილა წარსულშიც, ახლაც არის, მაგრამ ყველა ასეთი განცხადება ყოველთვის დამარცხებულა სტრასბურგის სასამართლოში”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები