“ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსაზრება, რომ საქართველო არღვევს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ, ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე.
„ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო არღვევს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე“, – აღნიშნა ბითაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.