პეზეშკიანი: ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას გააგრძელებს

ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს გააგრძელებს, საიდანაც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმები ხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან საუბრისას განაცხადა.

“ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმის ან მათთან კონფლიქტში ჩართვის განზრახვა. თავდაცვის უფლების ფარგლებში, მხოლოდ ის ბაზები იქნება სამიზნე, საიდანაც ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმები ხორციელდება”, – აღნიშნავს პეზეშკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები