არჩილ გორდულაძე: ფიშერი სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს
“ფიშერი სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
„ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი ფიშერი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს. პარლამენტის წინაშე გერმანიის ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს და ეს რამდენად დემოკრატიულია, ამას გერმანელი ხალხი შეაფასებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.