“ვაშინგტონ პოსტი”: ბაღდადში აშშ-ის დიპლომატიურ ცენტრს თავს დრონით დაესხნენ

ბაღდადში აშშ-ის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრს თავს დრონით დაესხნენ, – ამის შესახებ Washington Post-ი აშშ-ის უსაფრთხოებისა და შიდა უსაფრთხოების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრი სამხედრო ბაზასა და აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. წყაროს ცნობით, 10 მარტს სულ ექვსი დრონი გაუშვეს, რომელთაგან ხუთმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჩამოაგდო. ერთ-ერთი დრონი შენობას შეეჯახა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ერაყის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმა დაგმო. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, ერაყში ისლამური წინააღმდეგობის მებრძოლებმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები