სიიარტო: ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს; ეს წინადადება აღმაშფოთებელია
“ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს; ეს წინადადება აღმაშფოთებელია”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ასეთი წინადადება დადგება, მას ვეტო დაედება.
“უნგრეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მოვუწოდებთ ბრიუსელსა და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, ეჭვის ქვეშ არ დააყენონ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. ახლახან მივიღეთ შეთავაზება ბრიუსელიდან, რომ ევროპული სანქცია დაუწესდეს საქართველოს შს მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს. ეს წინადადება აღმაშფოთებელია. უნგრეთი ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ. თუ ასეთი წინადადება დადგება, ვეტოს დავადებთ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, – განაცხადა სიიარტომ.