აშშ-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ქვეყანა გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს,- ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, ჯანმოდან გასვლის მიზეზად დასახელებულია „არასწორი დამოკიდებულება კორონავირუსული ინფექციის პანდემიის მიმართ“ და სხვა გლობალური კრიზისები ჯანდაცვის სფეროში.

გარდა ამისა, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ჯანმოს რეფორმების გატარება არ შეუძლია და ის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას არ იჩენს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აშშ, სხვა ქვეყნებთან შედარებით,, ორგანიზაციას დიდ ფულს უხდის, თუმცა ჯანმო ოფიციალურ ვაშინგტონს სულ უფრო მეტ თანხას სთხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივლისში ტრამპმა ჯანმოდან გასვლის ანალოგიური განკარგულება გამოსცა, თუმცა 2021 წლის იანვარში, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, ეს დოკუმენტი გაუქმდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები