“მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას” – მაკა ბოჭორიშვილი

“მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს.

“როგორც პარლამენტის წევრს, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო ღონისძიებებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში, რომელთაც ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ბატონო მინისტრო, და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები