ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა – მოსახლეობა სახლებს ტოვებს(ვიდეო)

ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა. მიმდებარე სოფლები ფერფლის სქელი ფენით დაიფარა, რის გამოც მოსახლეობა სახლებს ტოვებს,- ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ნეგროსზე, კანლაონის მთაზე მოხდა. ამოფრქვევის შედეგად, კვამლის და ფერფლის ღრუბელი 3 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ფერფლმა პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქალაქებში. შეზღუდულია ხილვადობა, რის გამოც ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვისა და კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნათ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევისკენ მიდრეკილ რეგიონში მდებარე ფილიპინები, დაახლოებით, 20 ტაიფუნს და ქარიშხალს განიცდის წელიწადში და სტიქიური უბედურებებისადმი ყველაზე მიდრეკილ ქვეყნებს შორისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები