კახიანი – ოპოზიციაზე: ცდილობენ, ამ პროცესში ნაკლებად გამოჩნდნენ, რადგან ძალიან კარგად იციან, გამოჩენა შეიძლება, ამ პროცესისთვის მუხტის დამგდები იყოს
“იქ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი აქვთ. შესაძლოა, მართლა თვლიდნენ, რომ თითქოს ვინმე ცდილობს ევროკავშირთან მიმართებით რაიმე პროცესები შეაჩეროს. ეს ასე არ არის იმიტომ, რომ რეალურად ყველაფერ ამის უკან ჩასაფრებულები არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
“ერთი რამე აშკარად ჩანს, ცდილობენ, ამ პროცესში ნაკლებად გამოჩნდნენ იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, გამოჩენა შეიძლება ამ პროცესისთვის მუხტის დამგდები იყოს. ფაქტია, რომ ამ ქვეყნის უკან ისინი დგანან და ელოდებიან მომენტს, რომ იქნებ ქვეყანა აირიოს და იქნებ რევოლუციური პროცესი მოხდეს და ა.შ.
მინდა, ამ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ გამოხატული საგარეო პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს აუცილებლად განხორციელდება.
ის რეფორმები, რომლებიც განსახორციელებელი გვაქვს ამ გზაზე და ვთქვით, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ს განვახორციელებთ, ეს პერიოდულად მოხდება და ამას საზოგადოება დაინახავს.
მთავარი არის, რომ არ აღმოჩნდეს ისე, თითქოს ვინმე ვინმეს ხელში იარაღი აღმოჩნდეს თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა კახიანმა.