ლევან იოსელიანი: დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოვინახულე, მათ შორის ვნახე ბექა ყორშიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა, მათ შორის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელსაც, მისი ინფორმაციით დაზიანებები არ აღენიშნება.
„თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს სახეზე ნაჟღენთებიც აღენიშნება.
ძალიან ბევრი დაკავებული მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას. მათ შორს, ვნახე ბექა ყორშიაც, დაზიანებები არ აღენიშნება“,- განაცხადა იოსელიანმა.