სოზარ სუბარი: რამდენჯერ მოვისმინეთ – სოციალურ ქსელებშიც წერდნენ, ფარულ ჩანაწერებშიც სულ ლაპარაკი იყო, რომ „მსხვერპლი გვჭირდება“ – აი, ამისთვის იყო, როგორც ჩანს, ის იარაღიც, რომელიც ინახებოდა კეზერაშვილის სახლში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან იარაღის ამოღების ფაქტს აფასებს.
„რამდენჯერ მოვისმინეთ – როგორც სოციალურ ქსელებშიც წერდნენ, ისე ფარულ ჩანაწერებშიც სულ ლაპარაკი იყო, რომ „მსხვერპლი გვჭირდება“, „მსხვერპლის გარეშე ხალხი ქუჩაში არ გამოვა“. აი, ამისთვის იყო, როგორც ჩანს, ის იარაღიც, რომელიც ინახებოდა კეზერაშვილის სახლში. ეს სცენარი ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს 2014 წელს უკრაინის მაგალითზე და როგორც ჩანს, იმავე გზით უნდოდათ ქვეყნის წაყვანა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ – „ნაცმაიდანი“ საქართველოში არ გამოვა და ამას უნდა შეეგუოს საქართველოს ყველა მტერი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.