გიორგი ვოლსკი: საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა

“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა.

„ის რესურსი, რომელიც იყო დაგროვილი კიდევ უნდა გაძლიერებულიყო, გაორმაგებულიყო, თუ არა გასამმაგებულიყო და ეს ყველაფერი იგეგმებოდა 16 დეკემბრის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან შესაძლოა მოისმინონ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს შემდგომი ნაბიჯების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეს იყო, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის თემასთან მიმართებით. კანდიდატის სტატუსი მაშინ წამოიწია, როგორც მექანიზმი, ბერკეტი იმისათვის, რათა საქართველოში განვითარებულიყო ეს რევოლუციური სცენარი, არ შედგა ეს რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები