დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ნაბიჯები პირდაპირ ესადაგება ქართული საზოგადოების ნება-სურვილს

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ვინც ეცადა და სიტუაციის რადიკალიზაციას ხელი შეუწყო, ამას შეიძლება ქრონოლოგიურად მივყვეთ და გავიხსენოთ მაკკეინის ინსტიტუტის ცნობილი დასკვნა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ არის ასახული ის შესაძლო მოვლენების განვითარება, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნებოდა. იქ ყველაფერია მითითებული, როგორ უნდა მოიქცეს დესტრუქციული ოპოზიცია. ყველა ამ პუნქტში ძალიან მწარედ დამარცხდა ოპოზიცია. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერია გაკეთებული, ყველა ნაბიჯია გადადგმული და დღესაც მზად ვართ, დიალოგისთვის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, როგორც მათკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები პირდაპირ ესადაგება ქართული საზოგადოების ნება-სურვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები