სოზარ სუბარი – გიორგი ბაჩიაშვილზე: ის არის აგენტი ქურდი

“როგორც კი მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა, მან დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება და ერთი-ერთში იმ ტერმინოლოგიით ლაპარაკი, რომლითაც მას არასდროს ულაპარაკია”, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა გიორგი ბაჩიაშვილზე საუბრისას, “ქრონიკაში” განაცხადა.

„ის [გიორგი ბაჩიაშვილი] უბრალოდ ქურდი კი არ არის, ის არის აგენტი ქურდი, რომელიც დიდი შანსია, რომ თავის კრიმინალურ საქმიანობასაც სჩადიოდა იმიტომ, რომ მას ამაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული იმიტომ, რომ ამით მოეხდინა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ პოლიტიკაზე. მისი ეს მცდელობა არის უბრალოდ უაზრო, რადგან ამას ვერ მიაღწევს. რაც შეეხება სამართალს, სამართალი აუცილებლად აღსრულდება“, – აღნიშნა  სუბარმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები