“რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნების” – ვლადიმერ ბოჟაძე
“რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნების“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით მათი განცხადება და წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალი მანდატით არჩეულ „ქართულ ოცნებასთან“. მე დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომგებიანი არ იქნება“, – აცხადებს ბოჟაძე.
ინფორმაციისთვის, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია, მათ შორის, საქართველოს საკითხიც.