„ქართული ოპოზიცია რომ აგენტურაა და ის ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამას დიდი ხანია, შეჩვეული ვართ” – სოზარ სუბარი

“როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვითხოვდით, როგორც წესი, PACE-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ? იმიტომ, რომ ერთი და იმავე ცენტრიდან იმართებიან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ქართული ოპოზიცია რომ აგენტურაა და ის ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამას დიდი ხანია, შეჩვეული ვართ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც არის ძალიან დიდი გავლენა იმ ძალების, რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. ამის მკაფიო ლუსტრაცია არის ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ რუსეთის დელეგაციისთვის ვითხოვდით ხმის უფლების შეჩერებას, როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვითხოვდით, როგორც წესი, PACE-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ? იმიტომ, რომ ერთი და იმავე ცენტრიდან იმართებიან. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ამ შემთხვევაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ დაემორჩილება არც ქართული ოპოზიციის უკანონო, ანტიქართულ მოთხოვნებს და არც იმ ზეწოლას, რომელსაც ისინი დარწმუნებული ვარ გარედან განიცდიან“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები