სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში ჩატარებულ, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მან მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.