“ყველა პარტიას, მათ შორის, ქალბატონ სალომესაც მინდა, ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ რომელი პარტიიდან არის” – გიორგი ვაშაძე

“პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების დროა, ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის”, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“გამოსავალი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს, არის ერთი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომლითაც ვიშორებთ ხელისუფლებას, ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, გავდივართ არჩევნებზე, ვიშორებთ ივანიშვილს და მერე თუ გინდათ კიდევ ხუთი პარტია შევქმნათ და ორმოცდაშვიდი პარტია – ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვჭირდება. სხვა ალტერნატივას, პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველამ ამაზე ისაუბროს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები