მაია ბითაძე: ძალიან საგანგაშოა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფია ისეთი საქციელი, რომელიც სპეცრაზმელებზეა მიმართული
“ქართული ოცნების” წევრი მაია ბითაძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებას ეხმაურება.
“ხშირ შემთხვევაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც ჩვენ ვიხილეთ ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ კონკრეტული ადამიანები საერთოდ არ მსახურობენ ამჟამად სამართალდამცავ სტრუქტურებში.
ძალიან საგანგაშოა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფია ისეთი საქციელი, რომელიც სპეცრაზმელებზეა მიმართული. ადამიანებზე, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძვლების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
საერთოდ ვერ იაზრებენ თუ რა ზიანს აყენებენ ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.