6 დეკემბერი ცნობილი ქართველი მწერლის – დესპინე გელოვანის დაბადების დღეა

6 დეკემბერი ცნობილი ქართველი მწერლის, დესპინე გელოვანის დაბადების დღეა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, დესპინე გელოვანი, იგივე „ლაჯანელი ბანოვანი”, საინტერესო ადამიანი გახლდათ. მეამბოხე, ხელოვანი და ლეჩხუმის ნამდვილი განმანათლებელი, მთელი ცხოვრება უსამართლობას ებრძოდა.
საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა ოჯახში, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას სოფლის გოგო-ბიჭებს. „თუ ვინმე ძველი თაობიდან წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინემ შეგვასწავლაო“, ამბობდნენ ორბელისა და ლაჯანის მცხოვრებლები. გარდა უამრავი კორესპონდენციისა, მის კალამს ეკუთვნის ეთნოგრაფიული წერილები, მხატვრული ესკიზები, ნოველები, მოთხრობები („ქალი”, „ვეღარ ეგუა სული ჩემი“, „ისრაელის ასულმა გაიმარჯვა“) და რომანები („სამართალს სისხლით მოვძებნი“, „შორეული ლანდები“), – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები