სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

მანამდე მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

ამასთან, ისინი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ლაზერებს ანათებდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები არიან განლაგებული. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.

ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე დგას უწყების სპეცტექნიკაც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები