ვაჟა სირაძე: გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ, ჩვენ მოვახდენთ იდენტიფიცირებას პოლიციაზე მოძალადეებისა და დაეკისრებათ პასუხისმგებლობა

ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“, – განაცხადა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები