აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, კვლავ სტაბილურია

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, სტაბილურია.

ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ხარაიშვილი აცხადებს.

„უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია. თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები