ფემიციდის მორიგი შემთხვევა – სენაკში კაცმა ცოლი მოკლა

საქართველოში ფემიციდის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა – სენაკში კაცმა ცოლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა – დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები