ეკა სეფაშვილი: ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეების რისხვა სწორედ რომ ევროკავშირის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ უნდა გახსნან მოლაპარაკების პროცესი
„საგარეო საქმეთა სამინისტროში მთელი ევროინტეგრაციის დეპარტამენტი რომ გაემიჯნა სამინისტროს, არ იციან ევროინტეგრაციის პროცესი რას ნიშნავს და როგორ უნდა წარიმართოს? ან, ვერ წაიკითხეს პრემიერის განცხადება კარგად და ვერ გაიაზრეს, რას გულისხმობდა?”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეების რისხვა სწორედ რომ ევროკავშირის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ უნდა გახსნან მოლაპარაკების პროცესი.
„სად გაგონილა არდაწყებული პროცესის გაწყვეტა. თან, პრემიერი ცალსახად აცხადებს ამას და ყოველდღე ისმის ეს მედიასაშუალებებიდან, რომ როგორც კი ევროკავშირი მოლაპარაკებებს გახსნის, ჩვენ მზად ვართ ჩასართავად. ასე რომ, ამ ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეების რისხვა სწორედ რომ ევროკავშირის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.