“ეუთო/ოდირის წერილი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არის იმ ობიექტური სულისკვეთების გაგრძელება, რაც შუალედურ ანგარიშში ვიხილეთ” – კირცხალია

“ეუთო/ოდირის წერილი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არის იმ ობიექტური სულისკვეთების გაგრძელება, რაც შუალედურ ანგარიშში ვიხილეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მალე უკვე საბოლოო დასკვნასაც ვიხილავთ.

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბიუროკრატი როგორი ლობიზმით არის დაკავებული, საღი და ობიექტური აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების მიხედვით, საქართველოში საარჩევნო გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები