ტრამპი: თუ „ჰამასი“ მძევლებს 20 იანვრამდე არ გაათავისუფლებს, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დადგება

თუ [„ჰამასი“] მძევლებს 2025 წლის 20 იანვრამდე არ გაათავისუფლებს, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

“ყველა საუბრობს მძევლებზე, რომლებიც ასე ძალადობრივად, არაადამიანურად და მთელი მსოფლიოს ნების საწინააღმდეგოდ არიან დაკავებული ახლო აღმოსავლეთში – მაგრამ ეს ყველაფერი საუბარია და არანაირი მოქმედება! თუ მძევლებს არ გაათავისუფლებენ 2025 წლის 20 იანვრამდე, იმ თარიღამდე, როდესაც მე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შევუდგები, ჯოჯოხეთი დადგება ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის მათთვის, ვინც პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ამ სისასტიკეში”, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები