“რუსეთი თუ ევროპა, ამაზე ქართველები არ კამათობენ” – ელენე ხოშტარია
“რუსეთი თუ ევროპა – არ კამათობენ ამაზე ქართველები”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“შეიძლება, პოლიტიკურ პარტიებზე იკამათო, რომელი გინდა და რომელი არა, შეიძლება – იკამათო, რომელი პარლამენტი მოგწონს, რომელი არა, მაგრამ იკამათო იმაზე, რუსეთი თუ ევროპა – არ კამათობენ ამაზე ქართველები და ამას აჩვენებენ, მათ შორის, საჯარო მოხელეები”, – განაცხადა ხოშტარიამ.