თურქეთში, დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის დროს, ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი სოჭიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთში დაფრენა ცუდი ამინდის გამო მოუწია.

სავარაუდოდ, დაფრენის დროს თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს შეეჯახა და ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები