“ჯერჯერობით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან საბუთები არ აუღიათ; იმედი მაქვს, მიმართავენ, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას” – პაპუაშვილი
“ჯერჯერობით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია დაიწყო პირველი სხდომისთვის.
“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.
ჩვენ ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვხედავდით, ერთ-ერთი პარტიის წევრმა როგორ უწოდა თავის თავს არჩეული დეპუტატი. ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით და ვნახოთ. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შევხედავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ყველაფერი წინ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.