პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კანონის რატიფიცირებას „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ ხელი მოაწერა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი ოკუპირებულ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა.

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ, რამილ საიფუტდინოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურას ადგენს.

“შეთანხმება ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურას, რომლის მიხედვითაც, თითოეული მხარე აწვდის სამხედრო პროდუქციას სხვა ქვეყანას იმავე მახასიათებლებით და იმავე კონფიგურაციით, როგორც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო ფორმირებებს და სამართალდამცავ ორგანოებს”,- აღნიშნა საიფუტდინოვმა.

რუსეთის ფედერაციას მსგავსი შეთანხმებები აქვს ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები