“პოლიტიკური პროცესი შესრულდება იმიტომ, რომ ეს მოინდომა ამ ქვეყნის უმრავლესობამ” – ნინო წილოსანი

“ფაქტია, რომ ერთი მეორეზე აბსურდულ სცენარს სთავაზობენ თავის ამომრჩევლებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

დეპუტატი მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

“პარტიების გარკვეული ნაწილი სთხოვს, რომ ღამე გაათენონ და უკვე ღამე გათენებულზე, დილით, დაღლილი შეხვდნენ რეალობას და ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.

მეორე ნაწილი მოუწოდებს, დილით, 09:00 საათზე გამოცხადდნენ. ამ სცენარების მიუხედავად, რეალურად, პოლიტიკური პროცესი შესრულდება იმიტომ, რომ ეს მოინდომა ამ ქვეყნის უმრავლესობამ. ის მცირერიცხოვანი აქცია, შეკრება, აგრესია, ადამიანების გამოსვლები, ნამდვილად ვერ იქნება ამის შემაფერხებელი”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები