მამუკა მდინარაძე: ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს, „ენჯეოებმა“ კი თავის პატრონებთან ერთად, ეს პროცესი ჩამოკიდეს ორ თემაზე – „გამჭვირვალობის კანონის“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის გაწვევაზე
ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მაშინ როცა ევროინტეგრაციის პროცესი ათიათასობით კომპონენტს მოიცავს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, „ენჯეოებმა“ თავის პატრონებთან ერთად, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, ევროინტეგრაცია ჩამოკიდეს ორ თემაზე – „გამჭვირვალობის კანონის“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის გაწვევაზე.
„ენჯეოები“ სინამდვილეში იცით რას აკეთებენ? მაგალითად ავიღოთ ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს უამრავ, ათასობით და ათიათასობით კომპონენტს. როგორი წვრილმანი დავასახელო არ ვიცი, აი შეფუთვის ხარისხიდან დაწყებული ასოცირების ხელშეკრულება იმდენ ნიუანსს ითვალისწინებს და მართლა მატარებელი რომ რელსებზე დგას და მიდის გუგუნით, თითოეულ რეფორმაში ათასობით ნიუანსია ასეთი, რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებთ, რეფორმა რეფორმაზეა და საჯარო მოხელეები ათასობით და ათიათასობით ამაში არიან ჩართულები, დღე და ღამეს ასწორებენ ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც ასეთ დეტალებზე და ნიუანსებზე გადის და რას აკეთებენ ეს ენჯეოები თავიანთ პატრონებთან ერთად – ორ ამბავს ჩამოკიდეს ადამიანების ტვინში, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში, თორემ ობიექტურად ფიქრს ვინც ახერხებს იმათ ტვინში კი არა, მათ მიერ ოკუპირებულ ტვინებში ჩამოკიდეს ორ თემაზე – ერთი თურმე, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე ვერაფერი რომ ვერ თქვეს, „გამჭვირვალობის კანონი“ გაიწვიეთო და მეორე, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონი გაიწვიეთო. თურმე ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია. ევროპის აღქმას უფრო მეტ ზიანს ვინ აყენებს, ვიდრე ამის მამტკიცებელი ხალხი?!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.