“პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ჯერ პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია ამ საკითხზე” – მდინარაძე
“პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ჯერ პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია ამ საკითხზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვერსიები არსებობს.
„რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი არ გვიმსჯელია ამაზე. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არ აქვს არავის, გარდა ირაკლი კობახიძისა. სწორედ ის არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.