მამუკა მდინარაძე: ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს – ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა – ძალიან გთხოვთ დაგვსაჯეთო?!

“ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა – ძალიან გთხოვთ დაგვსაჯეთო?!”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

„თუ ისინი ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კუთვნილება-არ კუთვნილებასთან მიმართებით, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ მათ რაც დაწერეს და გაიფორმეს თავისი წერილით ევროპელების და ევროპის მიმართ, ისინი არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათ „ნაცებს“ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცობა“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. თუ აინტერესებთ რატომ „ნაცები“, მაგალითად იმიტომ, რომ გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვს მასთან. იმიტომ, რომ გახარია პრემიერ მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არ დაჭერის გამო გადადგა. იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ რეკეტი იყო. ეს „ნაცმოძრაობასთან“ კორელაციას რაც შეეხება, მაგრამ ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა ევროკავშირს მოსთხოვეს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა, რომ ძალიან გთხოვთ დაგვსაჯეთო?! ჯაშუშობა სხვა რა არის?! შეიძლება ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება ხელმოწერის, რომ ისინი არიან ჯაშუშები, მაგრამ მეტი მტკიცებულება რა გვინდა?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები