“პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ უნდა ჩაინიშნოს, მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ” – მდინარაძე

“მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველმა გუნდმა საბიუჯეტო საკითხები განიხილა.

“როგორც უკვე მოგეხსენებათ, გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განვიხილეთ, გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის ასევე, პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად”, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები