აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

როგორც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მთელი ღამე ადგილზე დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელიც 2 დღის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა, სამართალდამცველებმა დღეს დილით დაშალეს.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები