“არანაირი მექანიზმი, რომელიც შეაფერხებს ამ 10-დღიან ათვლას, რომ ჩატარდეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის” – თენგიზ შარმანაშვილი

“არანაირი მექანიზმი, რომელიც შეაფერხებს ამ 10-დღიან ათვლას, რომ ჩატარდეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და ვერავითარი სარჩელის შეტანა პრეზიდენტის მხრიდან ამას ვერ შეაფერხებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიტანეს, ვერანაირი ნორმა ვერ მიუთითეს, ვითომ იმ კონსტიტუციონალისტებმა, რომლებიც ამ თემებზე საუბრობდნენ და ბოლოს ქალბატონმა ბესელიამ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართლებრივი ლოგიკაა ასეთიო.

მე არ ვიცი, ეს ლოგიკა რას ეფუძნება, ან მისი სამართლებრივი ლოგიკა რა არის, მაგრამ არანაირი ნორმატიული დატვირთვა ამ საკითხს არ აქვს. ეს არის ფაქტი. ყველა, ვინც სხვაგვარად საუბრობს, ან არაკეთილსინდისიერად იქცევა, ან – დილეტანტია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები