“სალომე ზურაბიშვილი გამოდის რაღაც ახალ-ახალი ნოუჰაუებით, რომელიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში კანონთან, სამართალსა და კონსტიტუციასთან” – ნანა კაკაბაძე
“სალომე ზურაბიშვილი აანონსებს და გამოდის რაღაც ახალ-ახალი ნოუჰაუებით, რომელიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში კანონთან, სამართალსა და კონსტიტუციასთან”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი რამდენჯერმე დაადანაშაულეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევაში, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მუდმივად არის ისე, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაც წინადადებით გამოდის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ხშირად ვფიქრობ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან მოხდეს ერთის მხრივ დამცრობა საქართველოს კონსტიტუციის და ეს ნიშნავს ქვეყნის დამცრობას. ამის დემონსტრირებას ახდენს, თუ წარმოუდგენელია არ იცოდეს ის ელემენტარული ანა-ბანა კონსტიტუციის, როდესაც ის ასეთ სისულელეებს და ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს. გამორიცხულია, რომ ეს მას უცოდინარობით მოსდიოდეს. ეს მოსდის ერთის მხრივ გარედან დაკვეთით და მეორეს მხრივ ალბათ უნდა რომ დაამცროს საქართველოს კონსტიტუცია და ქართული სახელმწიფო“, – აღნიშნა კაკაბაძემ.