მაია ბითაძე – ოპოზიციაზე: ამ ჯგუფის მთავარი მიზანი საქართველოს ჩამოქცევაა

“ამ ჯგუფის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის ჩამოქცევა, ამაზე მიუთითებს ყველა ის მოღალატეობრივი ქმედება და ახლა უკვე ჯაშუშობრივი ქმედება, აი იმ წერილის სახით, რომელიც ჩვენმა რადიკალებმა გაუგზავნეს ევროკავშირს, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მაია ბითაძემ “იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ისტერიკაშია.

“ამას საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს პასუხი გასცა და სწორედ ამის შედეგია მათი ის ისტერიკა, რომელსაც დღეს ჩვენ თბილისის ქუჩებში ვაკვირდებით, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ წყობიდან გამოიყვანონ თბილისის მოსახლეობა.

განსაკუთრებით გამძაფრდა რადიკალების ისტერიკა მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიიღეს ის გზავნილები დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან და ასევე, აშშ-ის მხრიდან, რითაც ისინი ატყუებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო დაისჯება, ინდივიდუალური სანქციები იქნება, მათ გზავნილები ვერ მიიღეს და ვერც მიიღებდნენ, იმ გზავნილებს რისი სურვილიც ჰქონდათ, შესაბამისად ეს აღმავალი დინამიკა მათი ისტერიკის აი ამ გზავნილების შერბილებით და უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანით არის გამოწვეული, მე ვერ ვიტყოდი, რომ ადეკვატური იყო ის საპასუხო გზავნილი ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრის შემდგომ ჯაშუშობრივი და მოღალატეობრივი წერილისა, რომელიც ჩვენმა ოთხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუგზავნა ევროკავშირს, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლას მსგავსი წერილი, ალბათ, 21-ე საუკუნეში არ მოიპოვება და ალბათ ისტორიას შემორჩება ეს წერილი როგორც სამარცხვინო, უნიკალური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. მიუხედავად ამ წერილისა მათ ვერ მიიღეს ის გზავნილები და ის პასუხი ევროკავშირის მხრიდან, იმისთვის რომ მათ სურდათ დაენგრიათ ეს ქვეყანა. სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან რაღაც უცნაური მისია, რომელიც უნდა მოგვევლინოს და გაურკვეველია რა უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ, ევროკავშირს აქ წარმომადგენლობა ჰყავს, რომელიც წლებია ფუნქციონირებს და ბატონი ელჩი ლამის „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არის ინფორმირებული, როგორც არჩევნების შედეგების, ასევე, საქართველოს მოსახლეობის განწყობების შესახებ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები