ერდოღანი ბაქოში ვიზიტით ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში ვიზიტით ჩავიდა.

მედიის ცნობით, ერდოღანს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.

თურქეთის ლიდერი ხვალ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ლიდერთა სამიტზე ისაუბრებს. მოსალოდნელია, რომ ერდოღანი კიდევ ერთხელ მოუყვება მსოფლიო საზოგადოებას ღაზაში არსებული კრიტიკული სიტუაციის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები