ცესკომ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა
ცესკოს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, საჩივრები უსაფუძვლოა.
კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. საია კი ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.