შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველმა, დიმიტრი მულაძემ ლოს-ანჯელესში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველმა, დიმიტრი მულაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლოს-ანჯელესში, გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი მულაძემ 60 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ ჩემპიონატზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
დიმიტრი მულაძე არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვეტერან ძიუდოისტებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები