ნიკოლოზ სამხარაძე – გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და ის უცბად აღმოჩნდება ოპოზიციურ ტელეარხზე და რაღაც ბრალდებებს გააჟღერებს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული იმიტომ, რომ თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, მაშინ რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა არ უნდოდა, მაშინ რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი აქვს მითვისებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები