იტალიასა და საფრანგეთში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია.
შაბათ-კვირას მოსული გადაუღებელი წვიმების შედეგად, ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მისი მანქანა წყალმა გაიტაცა.
წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა საფრანგეთშიც, ქვეყნის სამხრეთით მდებარე არდეშის დეპარტამენტში, სადაც სტიქიის გამო 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.